ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა დასრულდა - გეგეშიძე ისევ პრეზიდენტია, დათუნაშვილი შერიგებაზე უარს აცხადებს [ვიდეო]

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმი სხდომა დასრულდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად 11 იანვარს სპორტის სასახლეში დაწყებულ ინციდენტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს განიხილავდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა შეინარჩუნა, ევროპის ორგზის ჩემპიონი კი შემოთავაზებულ შერიგებას და თანამშრომლობის გაგრძელებას არ ეთანხმება და კვლავ ქვეყნიდან წასვლაზე საუბრობს.