ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

10 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა წევრი მიიღებს. ტრავმების გამო პირველობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი გამოტოვებენ. ხვალ წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალუირი შეხვედრები გაიმართება. 11,12 და 13 იანვარს კი მედლები გათამაშდება.

ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები მნიშვნელოვანი იმ კუთხითაა, რომ მწვრთნელები საუკეთესო სპორტსმენებისგან ეროვნულ გუნდს დააკომპლექტებენ. სპორტის სასახლეში მისული გულშემატკივრისთვის დასწრება უფასო იქნება.

მათთვის კი ვინც დარბაზში მისვლას ვერ მოახერხებს, ფინალური ბლოკის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის საშუალებით მიეცემათ.