ჭიდაობა | ვლადიმერ გამყრელიძე უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის ფინალშია #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ გამყრელიძემ, 86 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში თორნიკე სამხარაძე 12:4 დაამრცხა და ფინალში ფრანგ რახიმ მაგამადოვს შეხვდება.
თორნიკე სამხარაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს – მისი მეტოქე რეპეშაჟის შეხვედრებში გაირკვევა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ნიკა ზაქაშვილსაც (65 კგ). რეპეშაჟის შეხვედრაში მისი მეტოქე გერმანელ ნიკო მეგერლესა და ყაზახ ოსმიჟან დასტანბეკოვს შორის გაირკვევა, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ზაქაშვილის მეტოქე ინდოეთის წარმომადგენელი ვიშალ კალირამანა იქნება.