ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველებმა სამი ბრინჯაო მოიპოვეს და ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ #1TVSPORT
ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველებმა სამი ბრინჯაო მოიპოვეს და ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ #1TVSPORT

რომში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სამმა ქართველმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედლები საბა სურმანიძემ (55კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილმა (65კგ) და ლუკა გელაშვილმა (80კგ) მოუტანეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ფინალურ ბლოკში ქართველი მოჭიდავეები ორი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. ანრი ფუტკარაძე (71კგ) და გორ აივაზიანი (92კგ) საქართველოს ნაკრებისთვის უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

შეჯიბრზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ანრი ხოზრევანიძე (51კგ), გიორგი კოჩალაძე (45კგ) კი მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.