ჭიდაობა | ქართული ფინალი ბუქარესტში - ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი #1TVSPORT
ჭიდაობა | ქართული ფინალი ბუქარესტში - ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი #1TVSPORT

ბუქარესტში Ion Cornianu & Ladislau Simon-ის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზეს 67 კგ-ში მოასპარეზე მოჭიდავეებმა, რომელშიც ქართული ფინალი შედგა. ჯონი ხეცურიანმა რამაზ ზოიძეს მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა გიორგი მელიაც (97 კგ). ბრინჯაოს მედლები იური ლომაძემ (77 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მოიპოვეს.