ჭიდაობა | ორი ვერცხლის მედალი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
ჭიდაობა | ორი ვერცხლის მედალი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT

ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი შოთაძემ (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შოთაძემ ფინელ ტინო ტაპიოსთან 4:5 წააგო, ხოლო ცოფურაშვილი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან 1:4 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ხვიჩა ანანიძემ (77 კგ), თუმცა ქართველმა ფალავანმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

დღეს ბუქარესტში ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ოქროს მედლისთვის იბრძოლებს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), რომლის მეტოქეც თურქი მუსტაფა ილდირიმი იქნება.

ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) და საბა მამალაძე (82 კგ.).