ჭიდაობა | ნინო სამხარაძემ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

21:05, 31.07.2026

აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ქართველმა მოჭიდავემ, ნინო სამხარაძემ (69 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყირგიზი მილანა ულანოვა 2:1 დაამარცხა და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ სამხარაძე წელს მედალს ევროპის პირველობაზეც დაეუფლა.

მსგავსი