ჭიდაობა - ხინჩეგაშვილი და გოგავა ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ
ჭიდაობა - ხინჩეგაშვილი და გოგავა ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ქართველი მოჭიდავე, ოთარ გოგავა (57კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) იცავდნენ. სამწუხაროდ, ორივემ ადრეულ ეტაპზე დათმო ორთაბრძოლები.

ეროვნული გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უნგრელ, ხოლო ოთარ გოგავამ სომეხ მოჭიდავესთან დათმეს საკუთარი შეხვედრები.