მეორე ოქრო რომში - გორ აივაზიანი 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
რომში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა გორ აივაზიანმა (92 კგ) ფინალში გერმანელი დარიუს კიეფერი 9:0 დაამარცხა და ჩვენ გუნდს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ცოტა ხნით ადრე შეჯიბრის გამარჯვებული ანრი ფუტკარაძე (71კგ) გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს ტურნირზე გუშინ პირველი მედლები საბა სურმანიძემ (55კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილმა (65კგ) და ლუკა გელაშვილმა (80კგ) მოუტანეს. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.
სულ მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ხუთი მედლით (ორი ოქრო და სამი ბრინჯაო) დაასრულა.