ჭიდაობა – გობაძის მეორე ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე

19:25, 15.09.2019

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (92 კგ) ჩემპიონი გახდა.

ფინალში მან აზრბაიჯანელი სულეიმანოვი დაამარცხა და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონტზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქრო მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა ოქროს მედალი.

ფინალში მან მასპინძელი ზაკანშა ბრწყინვალედ, 59 წამში დაამარცხა.

მსგავსი