ჭიდაობა | განახლებულ მსოფლიო რეიტინგში ორი ქართველი ფალავანი პირველ ადგილზეა #1TVSPORT
მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ახალ რეიტინგში, რომელიც წონითი კატეგორიების მიხედვითაა შედგენილი, საუკეთესო ათეულში ექვსი ქართველი სპორტსმენია – საუკეთესო შედეგი ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს აქვთ.
ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი, 18 წლის ვახტანგ ლოლუა 55 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია (57 900 ქულა), ხოლო 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში 59 900 ქულით პირველ ადგილზეა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გელა ბოლქვაძე.
63 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგში მესამე ადგილს ამირან შავაძე (52 600 ქულა) იკავებს.
საუკეთესო ათეულში ასევე არიან:
97კგ | გიორგი მელია – მე-4 ადგილი
72 კგ | იური ლომაძე – მე-5 ადგილი
67 კგ | ჯონი ხეცურიანი – მე-9 ადგილი
თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან ათეულში შვიდი ქართველია. 49 900 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა მირიან მაისურაძე (92 კგ).
ათეულში კიდევ ექვსი ქართველი სპორტსმენია:
79 კგ | ვლადიმერ გამყრელიძე – მე-6 ადგილი;
125 კგ | სოლომონ მანაშვილი – მე-6 ადგილი;
61 კგ | გიორგი ღონიაშვილი – მე-8 ადგილი;
86 კგ | ტარიელ გაფრინდაშვილი – მე-8 ადგილი;
74 კგ | გიორგი ელბაქიძე – მე-9 ადგილი;
70 კგ | აკაკი ქემერტელიძე – მე-10 ადგილი;