ჭიდაობა ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშება იწყება
ჭიდაობა ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშება იწყება

ჭიდაობა ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშების პირველ დღეს მედლების კომპლექტი ვაჟთა შორის 60 და 66 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება.

60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ლიდერი და ამ წონის ლიდერი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს და მისი მეტოქე ბელგიელი ჟორან შილდერმანია. ამავე ჯგუფში იჭიდავებს ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა.

პაპინაშვილის მსგავსად პირველ წრეში ისვენებს ლუხუმ ჩხვიმიანიც ისვენებს, მისი მეტოქე კი ბულგარელ ბორისლავ იანაკოვისა და რუსი ეგორ ცვეტკოვის შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება.
ამ წონის მოჭიდავე სხვა ქართველი ძიუდოისტები უკვე პირველივე წრიდან ჭიდაობენ. ლაშა ჩადუნელი ყაზახ ბაირჟან ჟაინტაევს ხვდება, თემურ ნოზაძე კი ჯერ ჰოლანდიელი ბას კოფიხბერგის მეტოქეა მოგების შემთხვევაში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ყაზახი რუსტამ იბრაევის წინააღმდეგ იჭიდავებს.

66 კგ-ში პირველ წრეში ქართველთაგან მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ან ყირგიზი აიდინ მუხტაროვი ან უნგრელი ჟოლტ გორიანაცი იქნება.

ლაშა გიუნაშვილი ბრაზილიელ მიხაელ მარსელინოს ხვდება, ნიკოლოზ ჭიკაიძე – კვიპროსელ ხრისტოს სკოუროუმოუნისს, ზვიად ხუბულური – უზბეკ შაკრამ ახადოვს.

გოგონათა შეჯიბრზე ხვალ ნატალია ყიფშიძე, ლია როგავა, მარი მახარაშვილი (სამივე 48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იასპარეზებენ.

მარიამ მახარაშვილი ტურნირის ყველაზე ტიტულოვან ძიუდოისტთან ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონ სარა მენეზესთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება. მისი პირველი მეტოქე ყაზახი აიდანა ბუგილბაევაა, გამარჯვებული კი სერბ მილიცა ნიკოლიჩის შეხვდება.
ნატალია ყიფშიძე და ლია როგავა მეორე წრეში არიან დაშვებულები, სადაც პირველი ფრანგს მელანიე კლემენსს, მეორე ჰოლანდიელ ამბერ გერსხეს შეხვდება.
მარიამ ჯანაშვილი პირველ ეტაპზე რუს აიგულ კუცენკოს გაეჯიბრება, მოგების შემთხვევაში კი მეტოქედ ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამანდინე ბუჩარდი ეყოლება.
ეთერ ლიპარტელიანი ჯერ ბრაზილიელ კამილა სილვას მოგების შემთხვევაში კი – გერმანელ ტერეზა სტოლს შეხვდება.
ხვალ, 30 მარტს, წინასწარი შეხვედრები დაიწყება დილის 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი – 16:00 საათზე.
თბილისის გრან-პრის სამივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.