ჭიდაობა | დიდი წარმატება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე - ბოლქვაძემ და ჯავახაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჭიდაობა | დიდი წარმატება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე - ბოლქვაძემ და ჯავახაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი დღეს ორჯერ აჟღერდა.

მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაიმსახურა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლუკა ჯავახაძემ (48 კგ), რომელმაც ფინალში თურქი სერვეტ ანგი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

აჩიკო ბოლქვაძემ (80 კგ) კი ფინალში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის წინააღმდეგ წმინდა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ოქროს მეორე მედალი მოუტანა.