ჭიდაობა - დღეს მედლების შვიდი კომპლექტი თამაშდება
ჭიდაობა - დღეს მედლების შვიდი კომპლექტი თამაშდება

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, დღეს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჯამში მედლების კიდევ შვიდი კომპლექტი გათამაშდება. ჩემპიონ პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

გადამწყვეტ შეხვედრებში მონაწილეთა ვინაობა, გუშინ გაირკვა. საბოლოოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამი ფინალური წყვილი ასე დაკომპლექტდა:

61 კგ
ბექა ლომთაძე (ქუთაისი) – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)

70 კგ
გ. ავალიანი (სამტრედია) – მირზა სხულუხია (ქუთაისი)

125 კგ
გენო პეტრიაშვილი (გორი) – როლანდ ანდრიაძე (ხონი)

საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი „კლასიკოსთა“ ფინალურ შეხვედრებშიც. დღეს ჩემპიონების ვინაობას წონების მიხედვით, შემდეგი სპორტსმენები გაარკვევენ:

60 კგ
გიზო მელაძე (აჭარა) – რამაზ სურმანიძე (აჭარა)

72 კგ
რამაზ ზოიძე (აჭარა) – შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

97 კგ
გიორგი მელია (სამტრედია) – მათე სოფაძე (ბაღდადი)

130 კგ
იაკობ ქაჯაია (წყალტუბო) – ლევან არაბული (თბილისი)

ფინალური შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს, გარდა ტელევიზიისა გადამწყვეტი შეხვედრების ყურების საშუალება, გულშემატკივარს, პირველი არხის Facebook გვერდისა და Youtube არხის საშუალებითაც შეეძლება.

ტურნირი ხვალ, დარჩენილი წონითი კატეგორიიების მედლების გათამაშებით დასრულდება. ხვალინდელი ფინალური ბლოკის მონაწილეები კი სპორტის სასახლეში დღეს ირკვევა.