ჭიდაობა | ბუდაპეშტი სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია​ #1TVSPORT

13:50, 15.07.2026

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი გაიმართება, რომელსაც 15 და 16 ივლისს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. 15 ივლისს 57, 61, 65, 70, 74 და 86 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, ხოლო 16-ში – 79, 92, 97 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – რობერტ დინგაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

61 კგ – გიორგი ღონიაშვილი, რამაზ თურმანიძე

65 კგ – ნიკა ზაქაშვილი

70 კგ – აკაკი ქემერტელიძე

74 კგ – გიორგი ელბაქიძე

79 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე

86 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე სამხარაძე

92 კგ – მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე

97 კგ – სანდრო მარგიშვილი

მთავარი მწრთვნელი: დავით ხურცია

მსგავსი