ჭიდაობა | ანრი ფუტკარაძე 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ჭიდაობა | ანრი ფუტკარაძე 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანრი ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

დღეს ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი – გორ აივაზიანი (92კგ) იჭიდავებს ოქროს მედლისთვის.

შეგახსენებთ,რომ ჩვენს ნაკრებს ტურნირზე გუშინ პირველი მედლები საბა სურმანიძემ (55კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილმა (65კგ) და ლუკა გელაშვილმა (80კგ) მოუტანეს. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.