ჩიჩარიტომ კარიერა შესაძლოა ემელეს-ში გააგრძელოს
ჩიჩარიტომ კარიერა შესაძლოა ემელეს-ში გააგრძელოს

ესპანური „სევილიის“ თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა კარიერა შესაძლოა ემელეს-ში გააგრძელოს, იტყობინება LA Times.

„ვფიქრობ თუ არა ამერიკაში გადასვლას? კი, დანამდვილებით ვაპირებ. მე ყოველთვის ჩემს მომავალზე ვზრუნავ. მუდმივად მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. ემელესი არის ლიგა, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება, – ციტირებს მექსიკელს LA Times.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ჩიჩარიტომ ესპანური კლუბის შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.