ჩიჩარიტო და კარლოს ველა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ #1TVSPORT
ჩიჩარიტო და კარლოს ველა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ #1TVSPORT

მექსიკელი ფორვარდები – კარლოს ველა („ლოს ანჯელეს სიტი“) და ხავიერ „ჩიჩარიტო“ ერნანდესი („ლოს ანჯელეს გელაქსი“) არ ითამაშებენ ეროვნულ გუნდში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. ამის შესახებ განაცხადა მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ.

33 წლის ველა და 35 წლის ჩიჩარიტო არ გამოიძახეს ნაკრებში სექტემბრის შეკრებაზე, რომლის დროსაც მექსიკა ამხანაგურ მატჩებს გამართავს პერუსთან და კოლუმბიასთან.

„კარლოსმა დაახლოებით სამი წლის წინ მითხრა, რომ ურჩევნია არ დაუძახონ მექსიკის ნაკრებში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ხავიერს, უბრალოდ, გუნდისთვის სხვა ცენტრალური ფორვარდები შევარჩიე“, – განაცხადა მარტინომ.

ხავიერ ერნანდესმა ბოლოს ნაკრებში 2019 წელს ითამაშა.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. მექსიკა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ითამაშებს.