ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივი“ დატოვა - კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა #1TVSPORT
ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივი“ დატოვა - კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა #1TVSPORT

გია ჭიაბრიშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა – ამის შესახებ განცხადება კლუბის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„გიორგი ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივი“ 2020 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ლიგაზე წარმატებით ითამაშა, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია და ზედიზედ მეორედ ევროსაგზურის გარეშე დარჩა.

ჭიაბრიშვილს „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 3,5 წლით აკავშირებდა. ვინ შეცვლის მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჯერ უცნობია.