„ნაპოლიმ“ ლონდონის „ჩელსის“ იტალიელ ნახევარმცველთან, ჩეზარე კასადეისთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს, – ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ჟურნალისტის თქმით, „ნაპოლისა“ და მოთამაშეს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება და კასადეი გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.
კასადეის ტრანსფერი იტალიურ კლუბს, დაახლოებით, 10 მილიონი ევრო დაუჯდება. ასევე, „ჩელსი“ მისი მომავალი ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მოითხოვს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ასევე იმუშავებს ნიკოლო ფაჯოლის შეძენაზე, რომელიც ამჟამად ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.