ჩერნიგოვში სტადიონის დირექტორი სანაგვე ყუთში ჩააგდეს (ვიდეო)

ჩერნიგოვში, ახალგაზრდების ჯგუფმა ნაგვის ურნაში ჩააგდო სტადიონის დირექტორი ალექსანდრე ოვჩარენკო.

გამთენიისას სტადიონის ოფისთან მივიდა 30-მდე ახალგაზრდა საფეხბურთო კლუბ „დესნას“ სიმბოლოებით. მათ სტადიონის დირექტორი ალექსანდრე ოვჩარენკო ქუჩაში გამოიყვანეს, ნაგვის ყუთში ჩააგდეს და თავი გაუტეხეს. თავდამსხმელები ორგანიზებულად მივიდნენ დანიშნულების ადგილას და სტადიონიდან მანქანებით გაიყვანეს.

სტადიონის დირექტორად ოვჩარენკო 18 ნოემბერს დაინიშნა. იმავე დღეს, სოციალურ ქსელში „დესნას“ „ულტრასების” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი ხელმძღვანელის მოსვლით შესაძლოა, სტადიონზე საშინაო მატჩების ჩატარება აეკრძალოს. თავად ოვჩარენკომ უარყო ეს ბრალდება.