ჩერლიდინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT
ჩერლიდინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჩერლიდინგსა და ცეკვის თანამედროვე სახეობებში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი სკოლები და კლუბები, ასევე საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის, ბულგარეთის ნაკრებები.

საერთაშორისო ტურნირის მთავარი ჯილდოს მფლობელები უფროსებში გახდნენ ჩერლიდერები აჭარიდან. გამარჯვებულებიდან შეარჩევენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს, რომლებიც 2 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. ტურნირი გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზატორი კი საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია იყო.