ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში „ლივერპულის“ ექვსი ფეხბურთელია
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში „ლივერპულის“ ექვსი ფეხბურთელია

უეფამ დაასახელა ის 20 ფეხბურთელი, რომლებიც შეყვანილნი არიან ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშების სიმბოლურ გუნდში. განაცხადში ადგილი მოინახა ლიონელ მესისთვის და კრიშტიანუ რონალდუსთვის, მაგრამ არა მოჰამედ სალაჰისთვის.

სრულად ეს შემადგენლობა ასე გამოყურება:

ალისონი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი, ჯორჯინიო ვიინალდუმი, სადიო მანე (ყველა – ლივერპული), მატეის დე ლიგტი, ფრენკი დე იონგი, დავიდ ნერეში, ჰაკიმ ზიეჩი, დუშან ტადიჩი (ყველა – აიაქსი), ტანგი ნდომბელე (ლიონი), კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი (ორივე – მანჩესტერ სიტი), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, ლიონელ მესი (ორივე – ბარსელონა), იან ვერტონგენი, მუსა სისოკო, ლუკას მოურა (ყველა – ტოტენჰემი), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი).

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა „ლივერპული“, რომელმაც ფინალში „ტოტენჰემს“ ანგარიშით 2:0 მოუგო.

დატოვე კომენტარი