ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში სამი ლივერპულელია
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში სამი ლივერპულელია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ უეფა-მ, ტრადიციულად, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მეექვსე ტურის საუკეთესოთა ნაკრებში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს “ლივერპულს” – სამი ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე 7:0 გაანადგურეს მოსკოვის “სპარტაკი”.

სრულად ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

ვაჩლიკი (“ბაზელი”) – ისმაილი (“შახტარი”), ლანგი (“ბაზელი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”) – ბრაჰიმი (“პორტუ”), მილნერი (“ლივერპული”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ტოლისო (“ბაიერნი”) – აბუბაკარი (“პორტუ”), მანე (“ლივერპული”), ობამეიანგი (“დორტმუნდი”).