ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურში მესი და რონალდო ვერ მოხვდნენ
ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურში მესი და რონალდო ვერ მოხვდნენ

უეფამ შეადგინა ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები. გუნდში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ჰყავთ ტურნირის ფინალისტებს – „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.

მთლიანად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ხუან ბერნატი (პსჟ) – ანხელ დი მარია (პსჟ), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი) – რობერტო ლევანდოვსკი (ბაიერნი), ერლინგ ჰალანდი (ზალცბურგი/დორტმუნდი).

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნმა“ 1:0 მოუგო „პარი სენ-ჟერმენს“ და თავის ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი.