ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისის „იბერიის“ მეტოქე „მალმიო“ მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისის „იბერიის“ მეტოქე „მალმიო“ მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისის „იბერიის“ მეტოქე, შვედური „მალმიო“ მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდება. კლუბის სამწვრთნელო შტაბს შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ასისტენტი პეტერ ვეტერგრენი შეემატა.

შვედური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრიომმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა.

„ჩემპიონატში შესვენება ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია, როცა გუნდს ბევრი მატჩი ელის. ამ გამოცდისთვის ბოლომდე მზად უნდა ვიყოთ.

გაზაფხულზე ბევრი გვაკრიტიკებდა და ამბობდნენ, რომ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობდით. ასეთ შენიშვნებს ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ და ვცდილობთ, ბევრი რამ გამოვასწოროთ, თუნდაც უკვე შემდეგ ტურში.

რაც შეეხება პეტერ ვეტერგრენს, შვედეთის ნაკრების ყოფილი ასისტენტია და ახლა უკვე – ჩემი თანაშემწე. მისი მოსვლა ძალიან გვახარებს. საქართველოში გამგზავრებისას უკვე ჩვენთან ერთად იქნება. მიყვარს, როცა ჩემ გარშემო ერთგული ადამიანები არიან“, – აღნიშნა რიდსტრიომმა.