ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | თბილისის „იბერიამ“ ტალინში მატჩისწინა ვარჯიში გამართა #1TVSPORT

00:10, 08.07.2026

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ტალინშია. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრამდე, რომელსაც 8 ივლისს „ფლორას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

გუნდს პაატა ღუდუშაური ვერ დაეხმარება. მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ 29 წლის თავდამსხმელი თბილისში დატოვა. როგორც განმარტეს, გამოცდილი მოთამაშის მიმართ მიღებული ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი სადისციპლინო გადაცდომაა.

საქართველოს ჩემპიონს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში ესტონეთში მყოფი ქართველების თანადგომის იმედი აქვს – გუნდის ადმინისტრაციამ მატჩზე დასწრების მსურველებს მიმართა და მათ ბილეთებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

„იბერია“ ესტონეთის ჩემპიონს ტალინში, „ა. ლე კოკ არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი