ჩემპიონთა ლიგის პლეი ინში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ბრესტს“ შეხვდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პლეი ინში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ბრესტს“ შეხვდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ინში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბრესტი“ იქნება.

პარიზული გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად, 11 ან 12 თებერვალს ჩაატარებს, ხოლო განმეორებით მატჩს საკუთარ მოედანზე 18 ან 19 თებერვალს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მე-15 ადგილზე გავიდა. პლეი ოფიდან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობის უფლება ხვიჩა კვარაცხელიასაც ექნება, რომელიც გუნდს „ნაპოლიდან“ შეუერთდა.