ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა | ხელბურთი

14:48, 17.09.2018
Vuko Borozan of Vardar during the Champions League - Group A, 1st Day match between Montpellier and Vardar Skopje on September 15, 2018 in Montpellier, France. (Photo by Alexandre Dimou/Icon Sport via Getty Images)

ხელბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა.

მოულოდნელ შედეგად იქნა მიჩნეული საფრანგეთში, ბოლო ორი გათამაშების ტრიუმფატორების მატჩში, „მონპელიეს“ მარცხი „ვარდართან“ 24:27.  მაკედონიელთა რიგებში საუკეთესო 22 წლის სერბი მეკარე დეიან მილოსავლევი იყო, რომელმაც ურთულესი ბურთების მოგერიება შეძლო.

ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა დანიაში დაფიქსირდა, სადაც „სილკებორგმა“ რუსეთის საუკეთესო კლუბი „ჩეხოვსკიე მედვედი“ 39:28 დაამარცხა.

ყველაზე დიდი ბრძოლა კი ხორვატიაში გაიმართა, „ზაგრებმა“ მინიმალური სხვაობით 23:24 წააგო უნგრულ „სეგედთან“.

მეორე ტურის შეხვედრები 19 სექტემბერს „ფლენსბურგისა“ და „ზაგრების“ შეხვედრით დაიწყება და 23-ში „სეგედი“-„ნანტის“ მატჩით დასრულდება.

მსგავსი