ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ „ასტანას“ შეხვდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ „ასტანას“ შეხვდება #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებულს, „ასტანას“ დაუპირისპირდება.

„დინამო“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა განუთესავ გუნდებს შორის და მისი მეტოქე ხუთი განთესილი გუნდიდან ერთ-ერთი იქნებოდა – „შერიფი“ (მოლდოვა), „ბატე“ (ბელარუსი), „ასტანა“ (ყაზახეთი), ჰაიფას „მაკაბი“ (ისრაელი), „ზრინსკი“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. გუნდების პირველ თამაშს ყაზახები უმასპინძლებენ, ხოლო მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წყვილები:

„ასტანა“ (ყაზახეთი) – „დინამო“ (თბილისი, საქართველო)
„ჰაკენი“ (შვედეთი) – „ნიუ სეინტსი“ (უელსი)
„ბალკანი“ (კოსოვო) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)
„შემროკი“ (ირლანდია)- წინასწარი ეტაპის გამარჯვებული
„ჟალგირისი“ (ლიეტუვა) – „შტრუგა“ (მაკედონია)
„კლაკსვიკი“ (ფარერის კუნძულები) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
„ოლიმპია“ (სლოვენია) – „ვალმეირა“ (ლატვია)
„ჰელსინკი“ (ფინეთი)- „ლარნე“ (ჩრდ. ირლანდია)
„ლინკოლნი“ (გიბრალტარი) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„რაკოვი“ (პოლონეთი) – „ფლორა“ (ესტონეთი)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი) – „სვიფტ ჰესპერი“ (ლუქსემბურგი)
„ფარული“ (რუმინეთი) – „შერიფი“ (მოლდოვა)
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი)
„ურარტუ“ (სომხეთი) – „ზრინსკი“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
„პარტიზანი“ (ალბანეთი) – „ბატე“ (ბელარუსი)