ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ლივერპულს“ შეხვდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ლივერპულს“ შეხვდება #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე გახდა ცნობილი.

მერვედფინალში ფრანგული გუნდი ინგლისურ „ლივერპულს“ შეხვდება. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 4 ან 5 მარტს პარიზში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – ლივერპულში 11 ან 12 მარტს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო პლეი ინში „ბრესტი“ ორი მატჩის ჯამში 10:0 დაამარცხა. ამ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.