ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ხარკოვის სტადიონის მინდორი თხუნელებმა გააფუჭეს
ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ხარკოვის სტადიონის მინდორი თხუნელებმა გააფუჭეს

ხარკოვში „მეტალისტის“ სტადიონზე, სადაც დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს, გაზონთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა. კერძოდ, ჩრდილოეთი ტრიბუნის კუთხურის ალამთან, თხუნელებმა სამი ორმო ამოთხარეს.

მატჩი „შახტარსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შორის 19 სექტემბერს გაიმართება. ამ გუნდებთან ჯგუფში  – „მანჩესტერ სიტი“ და „ლიონი“ არიან.