ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 28 იანვრამდე უნდა დასრულდეს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 28 იანვრამდე უნდა დასრულდეს

უეფამ დაასახელა 2020-21 წლების სეზონში ევროთასების ჯგუფური ეტაპების დასრულების ვადა.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური 28 იანვრამდე უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ თარიღამდე შეუძლებელი გახდება ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის ჩატარება, უეფას აღმასკომი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ორივე ტურნირის პლეი ოფში გუნდების მოხვედრის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ოქტომბერს შვეიცარიის ნიონში გაიმართება. მომდევნო დღეს იქნება ევროპის ლიგის ჯგუფური სტადიის წილისყრა.

დატოვე კომენტარი