ჩემპიონთა ლიგის ფინალში მასპინძლის გასახდელით „ლივერპული“ ისარგებლებს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მასპინძლის გასახდელით „ლივერპული“ ისარგებლებს

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საორგანიზაციო დეტალები. შეხვედრა პირველ ივნისს მადრიდში, „ვანდა პოლეტანოზე“ გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური მასპინძლები ლონდონელები არიან, მასპინძლის გასახდელს, რომელსაც „ატლეტიკო“ იყენებს, „ლივერპულის“ ფეხბურთელები დაიკავებენ. როგორც ფინალის ორგანიზატორები იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.

ასეთ დროს, ინგლისელ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებიდან მივიდნენ სტადიონზე. „ტოტენჰემის“ გულშემატკივრები მოედნის ჩრდილოეთ ტრიბუნებზე განლაგდებიან, ამიტომ ორგანიზატორებმა ლონდონელებს სტუმრის გასახდელი გამოუყო, რომელიც ტოტენჰემის ფანებთან ახლოს მდებარეობს.

„ლივერპული“ უფრო დიდ გასახდელს დაიკავებს, საშხაპეებით და პროცედურების ზონით, რომელიც სამხრეთ ტრიბუნისკენ მდებარეობს, სადაც წითლების გულშემატკივრები განლაგდებიან.