ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დემბელემ გოლად აქცია #1TVSPORT

21:29, 30.05.2026

ბუდაპეშტში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „არსენალს“ ეთამაშება.

მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში არსენალის გერმანელმა ლეგიონერმა, კაი ჰავერცმა გახსნა.

76-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მოსკერამ მის წინააღმდეგ იუხეშა, დაინიშნა პენალტი, რომელიც უსმან დემბელემ გოლად აქცია.

 

მსგავსი