ჩემპიონთა ლიგის ფინალს ესპანელი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ფინალს ესპანელი არბიტრი განსჯის #1TVSPORT

უეფა-მ დაასახელა მსაჯები, რომლებიც მოემსახურებიან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალებს.

„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის მსაჯი იქნება ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელსაც თანამემამულეები – პაუ სებრიანი და რობერტო დელ პალომარი დაეხმარებიან.

ევროპის ლიგის ფინალს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვილიარეალის“ მონაწილეობით ფრანგი კლემან ტიურპენი განსჯის. მისი თანაშემწეები იქნებიან ფრანგები – ნიკოლა დანო და სირილ გრენგორი.

ევროპის ლიგის ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

დატოვე კომენტარი