ჩემპიონთა ლიგის ფინალს დამირ სკომინა განსჯის
ჩემპიონთა ლიგის ფინალს დამირ სკომინა განსჯის

უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაასახელა მსაჯთა ჯგუფი, რომელიც მოემსახურება ჩემპიონთა ლიგის ფინალს „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის.

მთავარ არბიტრად დანიშნულია სლოვენიელი დამირ სკომინა. მისი ასისტენტები იქნებიან თანამემამულეები – იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი. სარეზერვო მსაჯი იქნება – ანტონიო მატეო ლაოსი ესპანეთიდან.

ვიდეოასისტენტებად იმუშავებენ ჰოლანდიელები – დანი მაკელი და პოლ ვან ბუკელი და გერმანელები – ფელიქს ცვაიერი და მარკ ბორში.

სკომინა პირველად იმუშავებს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ადრე ის ემსახურებოდა ევროპის ლიგისა და ევროპის სუპერთასის ფინალებს.

„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ პირველ ივლისს, მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ითამაშებენ.

ასევე გარკვეულია, რომ ევროპის ლიგაზე „ჩელსისა“ და „არსენალის“ ფინალის (29 მაისი) მსაჯი – იტალიელი ჯანლუკა როკი იქნება.