ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია - 2007 წლიდან ამ ტურნირის გოლეადორები მესი ან რონალდო ხდებოდნენ
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია - 2007 წლიდან ამ ტურნირის გოლეადორები მესი ან რონალდო ხდებოდნენ

ჩემპიონთა ლიგაზე მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა. 2007 წლიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბომბარდირები მესი ან რონალდო ხდებოდნენ და ამ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორი სხვა ფეხბურთელი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის უკვე გასულ სეზონში მიუნხენელი ჩემპიონების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 15 გოლის გატანა და ხუთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

კრიშტიანო რონალდოს რეკორდამდე (სეზონში 17 გოლი) რობერტ ლევანდოვსკის მხოლოდ ორი გატანილი ბურთი დააკლდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ერთდროულად სამი ფეხბურთელი გახდა: მესი, რონალდო და ნეიმარი.