ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა - „ნაპოლი“ „მილანს“ შეხვდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა - „ნაპოლი“ „მილანს“ შეხვდება #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა გაიმართა და გაირკვა გუნდების ვინაობა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეტოქე „მილანი“ იქნება. პირველი შეხვედრა „სტადიო მარადონაზე“ ჩატარდება.

დანარჩენი წყვილები კი ასე გადანაწილდა:

„რეალი“ – „ჩელსი“

„ინტერი“ – „ბენფიკა“

„მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნი“

1/4-ფინალის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 18 და 19 აპრილს.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, „ნაპოლის“ მეტოქე „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებული იქნება.