ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოგამეორების სისტემა მომავალი სეზონიდან ამოქმედდება
ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოგამეორების სისტემა მომავალი სეზონიდან ამოქმედდება

უეფამ დააანონსა, რომ არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემას (VAR) ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონიდან გამოიყენებენ, – იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports).
უეფას ხელმძღვანელობამ პოზიტიურად შეაფასა თანამედროვე ტექნოლოგიის მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე VAR-ს უკვე ამ სეზონში, მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოიყენებდნენ, მაგრამ პრემიერა მომდევნო სეზონისთვის გადაიდო.

დატოვე კომენტარი