ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი გადადგა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „რომასთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ კარტალმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
სპეციალისტმა ეს განცხადება მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ამ საღამოდან ჩემს უფლებამოსილებას ვიხსნი. გადავწყვიტე, რომ კლუბს განვითარების ახალი ეტაპის დაწყების საშუალება მივცე. პოსტიდან მივდივარ და გადაფიქრებას არ ვგეგმავ“, – განაცხადა კარტალმა.
კარტალთან ერთად, „ფენერბაჰჩე“ 17-წლიანი მოლოდინის მერე ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა. ბოლოს გუნდმა უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე 2009 წელს ითამაშა.