ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ მატჩების თარიღები გაირკვა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ მატჩების თარიღები გაირკვა #1TVSPORT

ოფიციალურად – ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ მატჩების თარიღები გაირკვა.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში გამართული წილისყრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წყვილები გახდა ცნობილი. ერთმანეთს იტალიური და გერმანული კლუბები დაუპირისპირდებებიან, მაგრამ მატჩების თარიღი ზუსტდებოდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კვარაცხელიას „ნაპოლი“ 21 თებერვალს „აინტრახტს“ ფრანკფურტში ესტუმრება, 15 მარტს კი ნეაპოლში, „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი

21/02 აინტრახტი – ნაპოლი

15/03 ნაპოლი – აინტრახტი