ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში „რეალს“ ალვარო კარერასიც დააკლდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში „რეალს“ ალვარო კარერასიც დააკლდება #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემისა და კილიან მბაპეს გარდა, მადრიდის „რეალს“ „მანჩესტერ სიტისთან“ 11 მარტს დაგეგმილ მატჩში კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება – მცველი ალვარო კარერასი.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ესპანელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

მოსალოდნელია, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე მას ფერლან მენდი ჩაანაცვლებს, რომელმაც ლა ლიგის გასულ ტურში „სელტასთან“ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.