ჩემპიონთა ლიგაზე კაშიამ „სლოვანს“ უკაპიტნა - სლოვაკები „შტუტგარტთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე კაშიამ „სლოვანს“ უკაპიტნა - სლოვაკები „შტუტგარტთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

გურამ კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ვლადიმირ-ვაისი უმცროსისა და იურაი კუცკას არყოფნაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლვურით გაიყვანა. კაშიამ 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, საბოლოოდ კი 6.6 შეფასება დაიმსახურა.

მატჩის გმირი ჯეიმი ლეველინგი გახდა – გერმანელების 23 წლის თავდამსხმელმა „შტუტგარტი“ მე-11 წუთზე დააწინაურა, ხოლო 36-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა დ სლოვაკები შესვენებაზე საკმაოდ დიდი ჩამორჩენით გავიდნენ – 0:2.

მეორე ტაიმში, 85-ე წუთზე „სლოვანმამეცოკოს გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ გერმანელების ორბურთიანი უპირატესობა ფაბიან რიდერმა აღადგინა და საბოლოოდ – 3:1 „შტუტგარტის“ სასარგებლოდ.