ჩემპიონთა ლიგა | „შახტარმა“ მოიგო, ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „შახტარმა“ მოიგო, ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგაზე „ანტვერპენს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო „შახტარი“ საშინაო თამაშებს ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ ატარებს და ამჯერადაც მეტოქეს გერმანიაში უმასპისნძლა. გიორგი გოჩოლეიშვილი (ყვითელი ბართი მიიღო) და ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრული მატჩი ჩაატარეს.

დონეცკელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მე-12 წუთზე მიკოლა მატვიენკოს გოლით დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე გატანა აზაროვსაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს სიახლოვიდან მისი ძლიერად დარტყმული ჯერ „ანტვერპენის“ მეკარეს შეეხო და შემდეგ ხარიხას მოხვდა.

H ჯგუფში „შახტარმა“ ცხრა ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მადრიდში „რეალს“ ესტუმრება – შეხვედრა 29 ნოემბერს „სანტიაგო ბერნაბუეზე“ გაიმართება.