ჩემპიონთა ლიგა | მოდრიჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | მოდრიჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს“ „სიტისთან“ დაპირისპირება ლუკა მოდრიჩის გარეშე მოუწევს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხორვატმა ლეგიონერმა მყესი გაიწყვიტა და მოედანზე გასვლას, სულ მცირე, ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ 9 მაისს მადრიდში უმასპინძლებს და, შესაბამისად, ძალიან მცირეა ალბათობა, რომ მოდრიჩმა „სამეფო კლუბისთვის“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გუნდის დახმარება შეძლოს.

ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.