ჩემპიონთა ლიგა | მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა – „ვილიარეალი“ გერმანიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

01:18, 09.09.2026

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა „ვილიარეალისთვის“, რომელიც გასვლაზე დორტმუნდში „ბორუსიასთან“ 2:3 დამარცხდა.

სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა.

გერმანელებმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნეს – მასპინძლების დარტყმის შემდეგ ესპანელების მცველმა, რენატო ვეიგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ვილიარეალმა“ მხოლოდ ამის შემდეგ შეუტია და მიქაუტაძის შესრულებული კუთხურის შემდეგ სანტიანგო მოურინიომ წონასწორობა აღადგინა. მალე ქართველის გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა ბუქენანსაც შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.

დარჩენილ დროში „ბორუსიამ“ უპირატესობა ისევ მოიპოვა და მიზანს მაინც მიაღწია – თამაშის გმირი გვინეელი თავდამსხმელი სერუ გირასი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ისევ გირასიმ დააფიქსირა, რომელმაც ამჯერად ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მსგავსი