ჩემპიონთა ლიგა | ლუჩანო სპალეტი - ჯგუფში პირველი ადგილი „ნაპოლისთვის“ დიდი შედეგია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ლუჩანო სპალეტი - ჯგუფში პირველი ადგილი „ნაპოლისთვის“ დიდი შედეგია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულთან“ გამართული მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი 0:2 დამარცხდა და წაუგებელი სერია შეწყვიტა.

 

„ჩვენ გჭირდებოდა გარკევულ დონეზე ასვლა და ეს მოვახერხეთ. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულების იმედი უნდა გვქონოდა. ვცადე რაღაცის შეცვლა, მაგრამ ამან არ გვიშველა, რადგან „ლივერპულმა“ ძალიან კარგად გამოიყენა თავისი შანსი.

მატჩის ბოლოს იტალიის ჩემპიონატის მომავალ მატჩზეც ვფიქრობდი, რომელიც ბერგამოში, „ატალანტასთან“ გველის. მოგებაზე უნდა გვეთამაშა, რადგან დასაკარგავი არაფერი გვქონდა, მაგრამ „ლივერპულმა“ გამარჯვების უფრო დიდი სურვილი გამოავლინა.

ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი. ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, რაც „ნაპოლისთვის“ დიდი შედეგია. შინ ვბრუნდებით იმაში დარწმუნებულები, რომ ძლიერები ვართ, მაგრამ ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ“ – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.