ჩემპიონთა ლიგა | ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით გახსნა – „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი ბურთით პსჟ-ის დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ქართველი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე „ატალანტას“ ეფექტური დარტყმით გაუტანა. კვარაცხელია იტალიურ გუნდთან შეხვედრაში საუკეთესოდ თავად მატჩის ორგანიზატორმა დაასახელა.
გარდა ამისა, საუკეთესო მოთამაშედ აღიარა ანალიტიკურმა ვებგვერდმა WhoScored-მაც, რომელმაც მისი თამაში 8.9 ქულით შეაფასა.