ჩემპიონთა ლიგა | ხოჭოლავას „შახტარს“ ჯგუფში ლიდერობის გამყარების კარგი შანსი აქვს (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დავით ხოჭოლავას „შახტარს“ აქვს შანსი ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთოს. საამისოდ საჭიროა შუნ „მიონხენგლდბახის“ დამარცხება. ეს დასაწერადაა იოლი, თორემ კერკეტი გერმანული გუნდის ძლევა რთული საქმე რომ არის, “რეალთან” მატჩშიც გამოჩნდა.

ამავე ჯგუფში წისასწარ ფავორიტებად შერაცხული გუნდების დუელია – „ინტერი“ „რეალს“ უმასპინძლებს. ამ და სხვა მატჩების შესახებ გადაცემა „ტაიმაუტის“ ვიდეოდან დაწვრილებით შეიტყობთ.

3 ნოემბერი

21:55 ლოკომოტივი – ატლეტიკო

21:55 შახტარი -​ გლადბახი

​23:55 ატალანტა – ლივერპული

23:55 ზალცბურგი – ბაიერნი

23:55 მანჩესტერ სიტი – ოლიმპიაკოსი

23:55​ მიდტიულანდი – აიაქსი

23:55 პორტუ – მარსელი

23:55 რეალი – ინტერი